
TERTMETI - THE TOTE BAG TT014
Pickup currently not available
Description
MENTOR – LUCKY TOTE BAG
გაცნობთ MENTOR-ს — არქეტიპულ ჩანთას, რომელიც შთაგონებულია იმ ადამიანებით, ვინც მშვიდად, თუმცა მტკიცედ ქმნის გზას. მათგან მოდის სიმშვიდე, აზრი და ბუნებრივი ავტორიტეტი — თანდაყოლილი უნარი, რომელიც გარშემომყოფთ აძლიერებს.
ეს ჩანთა შეიქმნა რწმენით, რომ ყოველდღიური ნივთი შეიძლება იქცეს შინაგანი მიმართულების გამაძლიერებელ ნიშნად — ის, რაც ენერგეტიკასთან ერთად ატარებს შენს ხედვას, ისტორიასა და გზას.
MENTOR დამზადებულია საქართველოში, პრემიუმ ხარისხის ვეგანური ტყავისგან. აქვს წინა 1 გარე ჯიბე და მეორე შიდა ჯიბე საჭირო ნივთებისთვის, ღილაკიანი დახურვა და ორმხრივი, მოხერხებულად რეგულირებადი ტყავის ყური, რომელიც შექმნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
დეტალური მახასიათებლები
-
ფერები: ღია ყავისფერი + ხაკი
-
მასალა: პრემიუმ ვეგანური ტყავი
-
ზედაპირი: გლუვი, სტრუქტურირებული
-
შიდა მასალა: რბილი მიკროფიბრა
-
ყური: რეგულირებადი მხრის ყური, მაქს. სიგრძე — 1,30 სმ
-
შიდა განყოფილება: ერთი ძირითადი განყოფილება + შიდა ჯიბე
-
გარედან: წინა ჯიბე ბრენდის რელიეფური ლოგოთი
-
ზომა: სიმაღლე 36სმ / სიგანე 32სმ / სიღრმე 5სმ
-
წონა: 450 გრ
-
ხელნაკეთი საქართველოში
- ბრენდი : თერთმეტი თბილისი - TERTMETI TBILISI
არქეტიპული შთაგონება
MENTOR განასახიერებს ინტუიციას, სიბრძნესა და შინაგან ხელმძღვანელობას — იმ უხილავ ძალას, რომელიც უხმოდ, მაგრამ მტკიცედ გვიცავს, გვასწავლის და გზას გვასწორებს.
ეს ჩანთა შექმნილია მათთვის, ვინც არა მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ იძენს გამოცდილებას, არამედ ქმნის ხედვას — გზას, რომელიც სხვებსაც აძლევს შთაგონებას, სიმშვიდეს და სტაბილურობას.
MENTOR ეკუთვნის მათ, ვინც ცხოვრობს ღრმა შინაგანი რწმენით და გავლენას ახდენს ბუნებრივად — ზედმეტი სიტყვებისა და ხმაურის გარეშე. ის ეკუთვნის მასწავლებლებს, შემოქმედებს, მშობლებს, ლიდერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ყოველდღიური მოქმედებითა და ყოფნით გვახსენებს, რომ ძალა ხშირად დუმილშია.
ენერგეტიკული მნიშვნელობა
MENTOR უკავშირდება რიცხვ 11-ს — ეს არის ანგელოზური კოდი, რომელიც აღნიშნავს ახალ საწყისს, სულიერ გაღვიძებას და შინაგან ტრანსფორმაციას.
ამ ჩანთას ირჩევენ ისინი, ვინც გრძნობენ, რომ მზად არიან დასახული მიზნის მისარწევად. ის იქცა წარმატებული გადაწყვეტილებების, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ცხოვრების გარდამტეხი მომენტების ხატად — არა როგორც თანმხლები ნივთი, არამედ როგორც სიმბოლო, რომელიც განიშნებს: დროა!
MENTOR არ არის უბრალოდ ჩანთა —
ეს არის ნათელი მანიფესტი ბედნიერებისკენ, თავდაჯერებულობისკენ და მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებისათვის.
Care
ჩანთების მოვლის რეკომენდაციები
ჩვენი ჩანთები შექმნილია გრძელვადიანი გამოყენებისთვის, თუმცა მათი გარეგნობის შენარჩუნება საჭიროებს სწორ და ფრთხილ მოპყრობას. გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ზოგად ინსტრუქციებს:
1. ეკო ტყავის ჩანთები (ვეგანური ტყავი):
- მოარიდეთ პირდაპირ მზეს და ძლიერ სიცხეს, რათა არ გახმეს ან არ დაიბზაროს ზედაპირი.
- გაწმინდეთ რბილი, ოდნავ ნოტიო ტილოთი. არ გამოიყენოთ სპირტი ან ქიმიური საწმენდი საშუალებები.
- აუცილებელია ჰაერგამტარ ადგილას შეინახოთ. არ დაახუროთ პლასტმასის პარკით.
2. ნატურალური ტყავის ჩანთები:
- მოარიდეთ წყალს და ტენიან გარემოს. სველი ადგილების შემთხვევაში მყისიერად გაიმშრალეთ რბილი ქსოვილით.
- რეგულარულად შეიზილეთ სპეციალური ტყავის დამცავი კრემით, რათა არ გამოშრეს და შეინარჩუნოს ელასტიურობა.
- ერიდეთ უხეშ ზედაპირებზე გაწმენდას. გამოიყენეთ მხოლოდ ტყავის მოვლისთვის განკუთვნილი საშუალებები.
3. ნაჭრის ჩანთები:
- დაბინძურების შემთხვევაში გაწმინდეთ ხელით, თბილ წყალსა და ნაზი სარეცხი საშუალებით. მანქანაში რეცხვა არ არის რეკომენდებული,მაგრამ თუ ძლიერი დაბინძურებაა გარეცხეთ 30 გრადუსზე, გაწურვის გარეშე ან მინიმალური გაწურვის ბრუნით.
- თეთრი ან ღია ფერის ჩანთები შეინახეთ მტვრისგან დაცულ ტილოს ჩანთაში.
- გაშრობა უნდა მოხდეს ბუნებრივად, მზეზე გაშრობა არ არის მიზანშეწონილი.
ზოგადი რჩევა ყველა ტიპის ჩანთისთვის:
👉 შენახვისას ყოველთვის მოათავსეთ ჩანთის შიგნით მუყაო, ქსოვილი ან სხვა მსუბუქი შემავსებელი, რათა ჩანთამ შეინარჩუნოს ფორმა და არ გაჩნდეს უხეში ნაკეცები ან ჩაზნექილი ადგილები.
👉 შეინახეთ ტილოს ჩანთაში, რათა თავი დააღწიოს მტვერს და სინათლის ზემოქმედებას.
👉 მოარიდეთ ზედმეტ დატვირთვას, რაც ხელს შეუშლის ჩანთის ფორმისა და სტრუქტურის შენარჩუნებას.
Design
თითოეული ჩანთა შექმნილია როგორც არხი.
ჩვენთვის მთავარი მხოლოდ მასალა ან ფორმა არაა — მთავარი ის ენერგიაა, რასაც თან ატარებ.
TERTMETI-ის დიზაინი ინსპირირებულია 11:11 ნიშნიდან — ის შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრებას გაცნობიერებულად ქმნის — ვინც ენდობა საკუთარ ინტუიციას, იმ იმპულსს, რაც წარმართავს ნაბიჯებს სწორ დროს, სწორი მიმართულებით.
ეს ჩანთა შენს გვერდით არის მაშინ, როცა ირჩევ გზას სიჩუმეში და არა ხმაურში, როცა მოქმედებ ქვეცნობიერ სინათლეზე დაყრდნობით.
ის შეგახსენებს, რომ ყველაფერი შენით იწყება — და სწორედ შენ ხარ ცვლილების წყარო.