Skip to product information
SANDRA TOTE BAG , BURGUNDY - ST09
1/14

SANDRA TOTE BAG , BURGUNDY - ST09

77.40 GEL
Description

SANDRA დაიბადა იმპულსით — შექმნილიყო ჩანთა, რომელიც სიჩუმეს ატარებს, მაგრამ მაინც ხმამაღლა გამოხატავს ვინ ხარ.

მისი ფორმა მყარია, ზედაპირი რბილი — ზუსტად ისე, როგორც შენ გჭირდება, როცა ერთდროულად გინდა იყო თავდაჯერებული და თავისუფალი.

კრეატიული დირექტორისთვის, SANDRA არის:

  • თავდაჯერებულობის სიმბოლო

  • შინაგანი ბალანსი სამყაროსთან

  • შეხსენება იმ ჰარმონიულ,დაბალანსებულ ცხოვრებაზე, რომელსაც ვქმნით საკუთარი ნაბიჯებით

  • და ერთგვარი სოლიდურობის მანიფესტი — ჩუმი, მაგრამ მტკიცე

SANDRA — შინაგანი ბალანსი

დეტალური მახასიათებლები

  • ფერები: ბორდოსფერი , ღვინისფერი

  • მასალა: პრემიუმ ალკანტარა , ზამში / ნატი

  • ზედაპირი: გლუვი, სტრუქტურირებული

  • შიდა მასალა: რბილი მიკროფიბრა 

  • ყური: 2 ცალი,  ფიქსირებული , დიდი ყური 70 სმ  ,  პატარა ხელში დასაკავებელი ყური 35 სმ.

  • შიდა განყოფილება: 2 შიდა ჯიბე, ერთი ელვა შესაკრავით. 22 სმ x 17 სმ 

  • გარედან: ბრენდის რელიეფური ლოგო

  • ზომა: სიმაღლე 30სმ / სიგანე 47სმ / სიღრმე 14სმ

  • წონა: 450  გრ

  • ხელნაკეთი საქართველოში

  • ბრენდი : თერთმეტი თბილისი - TERTMETI TBILISI

 

Care

ჩანთების მოვლის რეკომენდაციები

ჩვენი ჩანთები შექმნილია გრძელვადიანი გამოყენებისთვის, თუმცა მათი გარეგნობის შენარჩუნება საჭიროებს სწორ და ფრთხილ მოპყრობას. გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ზოგად ინსტრუქციებს:

1. ეკო ტყავის ჩანთები (ვეგანური ტყავი):

  • მოარიდეთ პირდაპირ მზეს და ძლიერ სიცხეს, რათა არ გახმეს ან არ დაიბზაროს ზედაპირი.
  • გაწმინდეთ რბილი, ოდნავ ნოტიო ტილოთი. არ გამოიყენოთ სპირტი ან ქიმიური საწმენდი საშუალებები.
  • აუცილებელია ჰაერგამტარ ადგილას შეინახოთ. არ დაახუროთ პლასტმასის პარკით.

2. ნატურალური ტყავის ჩანთები:

  • მოარიდეთ წყალს და ტენიან გარემოს. სველი ადგილების შემთხვევაში მყისიერად გაიმშრალეთ რბილი ქსოვილით.
  • რეგულარულად შეიზილეთ სპეციალური ტყავის დამცავი კრემით, რათა არ გამოშრეს და შეინარჩუნოს ელასტიურობა.
  • ერიდეთ უხეშ ზედაპირებზე გაწმენდას. გამოიყენეთ მხოლოდ ტყავის მოვლისთვის განკუთვნილი საშუალებები.

3. ნაჭრის ჩანთები:

  • დაბინძურების შემთხვევაში გაწმინდეთ ხელით, თბილ წყალსა და ნაზი სარეცხი საშუალებით. მანქანაში რეცხვა არ არის რეკომენდებული,მაგრამ თუ ძლიერი დაბინძურებაა გარეცხეთ 30 გრადუსზე, გაწურვის გარეშე ან მინიმალური გაწურვის ბრუნით.
  • თეთრი ან ღია ფერის ჩანთები შეინახეთ მტვრისგან დაცულ ტილოს ჩანთაში.
  • გაშრობა უნდა მოხდეს ბუნებრივად, მზეზე გაშრობა არ არის მიზანშეწონილი.

ზოგადი რჩევა ყველა ტიპის ჩანთისთვის:
👉 შენახვისას ყოველთვის მოათავსეთ ჩანთის შიგნით მუყაო, ქსოვილი ან სხვა მსუბუქი შემავსებელი, რათა ჩანთამ შეინარჩუნოს ფორმა და არ გაჩნდეს უხეში ნაკეცები ან ჩაზნექილი ადგილები.
👉 შეინახეთ ტილოს ჩანთაში, რათა თავი დააღწიოს მტვერს და სინათლის ზემოქმედებას.
👉 მოარიდეთ ზედმეტ დატვირთვას, რაც ხელს შეუშლის ჩანთის ფორმისა და სტრუქტურის შენარჩუნებას.

Design

თითოეული ჩანთა შექმნილია როგორც არხი.

ჩვენთვის მთავარი მხოლოდ მასალა ან ფორმა არაა — მთავარი ის ენერგიაა, რასაც თან ატარებ.
TERTMETI-ის დიზაინი ინსპირირებულია 11:11 ნიშნიდან — ის შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრებას გაცნობიერებულად ქმნის — ვინც ენდობა საკუთარ ინტუიციას, იმ იმპულსს, რაც წარმართავს ნაბიჯებს სწორ დროს, სწორი მიმართულებით.
ეს ჩანთა შენს გვერდით არის მაშინ, როცა ირჩევ გზას სიჩუმეში და არა ხმაურში, როცა მოქმედებ ქვეცნობიერ სინათლეზე დაყრდნობით.

ის შეგახსენებს, რომ ყველაფერი შენით იწყება — და სწორედ შენ ხარ ცვლილების წყარო.

You may also like

New arrivals

Shop now

Bestsellers

Shop now